ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი (ჭაბროვი)

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 10 მარტს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში აირჩიეს შემდეგი წევრები: ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, ირაკლი წერეთელი, არ. ზურაბოვი, გ. მახარაძე, ჰ. აზატიანი, რ. არსენიძე, კ. გვარჯალაძე, ალ. ლომთათიძე, ვ. ჯუღელი, გ. ცინცაძე, ი. ქარცივაძე, გ. ერაძე, ან. ჭიაბეროვი.

წყარო: ერთობა, 1918 | 13 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2511 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2511]; წვდომის თარიღი: 2020-06-05

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.