შალვა ელისეს ძე კვანჩახაძე (კვანჭახაძე)

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 27 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მითითებით, დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ დაბა ცხინვალში მოიწვია საზოგადო კრება. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: იროდიონ ოქროპირიძე, გიორგი ბეგაშვილი, ვასილ იარალოვი, მარიამ ლობჟანიძე, ნინა ცერაძე, მიხეილ აბულაძე და შალვა კვანჩახაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 25945 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/25945]; წვდომის თარიღი: 2021-04-14

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.