ალექსანდრე ავქსენტის ძე ცაგარელი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მე-19 საუკუნეში იერუსალიმში არსებული წმ. ნიკოლოზის, წმ.აბრაამის, წმ. თეოდორეს და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიებზე ჯერ კიდევ იყო ქართული წარწერები შერჩენილი.

წყარო: ივერია, 1884 | მაისი – ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2636 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2636]; წვდომის თარიღი: 2021-03-02

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.