დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავით და ნიკოლოზ ბეჟანის ძე ჩხეიძეებს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ბაშში მდებარე 37 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2806 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2806]; წვდომის თარიღი: 2020-08-11

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.