სავლე იოსების ძე აბულაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სასწავლებლის გამგე, მასწავლებელი

1919 წლის 1-ელ მარტს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს სახელმწიფო სამსახურში ჩაუთავლეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები 1911 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ნათაძემ და ძიძიგურმა დირექტორს სთხოვეს შეედგინა სავლე აბულაძის ნამსახურების სია კანონით მიღებული ფორმის მიხედვით.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | სავლე იოსების ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2895 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2895]; წვდომის თარიღი: 2020-12-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.