ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 26 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 34 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/34]; წვდომის თარიღი: 2020-11-27

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.