ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ხაშურის განყოფილების თავმჯდომარე, თბილისის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი

განათლების მინისტრის ამხანაგის, ალ. მდივნის 1918 წლის 11 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საბებიო ინსტიტუტის გაეროვნების ხარჯების დასაფარად კრედიტის გამოყოფას. სულ სჭირდებოდა 4 350 მან. თანხის ნახევარს ინსტიტუტი კისრულობდა არაქართველ მსმენელთაგან შემოსული ფულიდან, დანარჩენს ხაზინას სთხოვდა.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3571 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/3571]; წვდომის თარიღი: 2020-12-02

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.