ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა)

მწერალი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თემირხან-შურას განყოფილების დამხმარე წევრი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხაზინადარი, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მთავარი რწმუნებული, კანტორის გამგე

1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე ზრუნვა კონსტანტინე ჯაფარიძესა და ალექსანდრე სარაჯიშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3676 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/3676]; წვდომის თარიღი: 2020-12-04

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.