ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე

პედაგოგი, თერგის ოლქის სახალხო სკოლების ინსპექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის, ხონისა და თბილისის განყოფილებათა წევრი, ხონის განყოფილების თავმჯდომარე

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსი ჭიჭინაძემ ისაუბრა საზოგადოების სკოლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი 30-40 არ აღემატებოდა. გამგეობამ ამის ორი მიზეზი დაასახელა: სოფლებს შორის დიდი მანძილი, რის გამოც მოსწავლეებს ზამთარში სკოლაში სიარული უძნელდებოდათ; სკოლის დანიშნულება ყველას არ ჰქონდა გათავისებული, ისინი ვერ ხედავდნენ სწავლის საჭიროებას და შვილებს არ უშვებდნენ სკოლაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგი და საგანგებო კრების ოქმები და წლიური ანგარიშები | 1887-1888
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3815 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/3815]; წვდომის თარიღი: 2020-08-08

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.