ანა ალექსანდრეს ასული ამილახვარი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის თავადაზნაურთა სკოლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ სკოლის კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარსა და ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძეს.

წყარო: ივერია, 1888 | 4 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 3902 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/3902]; წვდომის თარიღი: 2021-04-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.