ანეტა გლახუნას ასული ავალიანი

ხაზინადარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობამ 16 სხდომა ჩაატარა. სხდომებიდან სილიბისტრო ხუნდაძე დაესწრო 14-ს, ანეტა გლახუნის ასული ავალიანისა – 12-ს, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე – 6-ს, პავლე ლუკას ძე წულაია – 3-ს, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე – 15-ს, რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე – 10-ს, ივანე გიორგის ძე კიკაბიძე – 11-ს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4015 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4015]; წვდომის თარიღი: 2020-07-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.