ანტონ მიხეილის ძე ხელაძე
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.
წყარო: ერთობა, 1920 | 21 აგვისტოწყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4058 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4058]; წვდომის თარიღი: 2021-03-05