აპოლინარია იოსების ასული მაკალათია

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრნენ განყოფილების შემდეგი ხმის მქონე წევრები: აპოლინარია მაკალათია, ალექსანდრე გაბუნია, კალისტრატე კობახიძე და ესმა ფაღავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4076 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4076]; წვდომის თარიღი: 2021-01-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.