არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე

სახელმძღვანელოებისა და მეცნიერულ-პოპულარული წერილების ავტორი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის ნოემბერში არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის სახელმძღვანელო „წყაროს“, ის უსასყიდლოდ დაუთმობდა ამ წიგნისათვის საჭირო კლიშეებს და მოგების ნახევარს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4086 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4086]; წვდომის თარიღი: 2020-10-25

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.