ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე

ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორი (მთავარგამგე), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი, თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი

1920 წლის 23 იანვარს დირექტორმა ვუკ. ბერიძემ, მდივანმა გ. მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილემ 23 იანვრის N5 ბრძანებით, ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან ხატვის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცა. ასევე, მას გაუგზავნეს ბაისოგოლოვას N60, N82 და N2779 მოწმობები.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ბარბარე იაგორის ასულ ბაისოგოლოვას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 438 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/438]; წვდომის თარიღი: 2020-11-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.