გიორგი ბოჭორიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: გიორგი ბოჭორიშვილი, ნინა (ნინო) დიმიტრის ასული როსტომაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი, კოტე მიხეილის ძე ტარტარაშვილი, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი და ელისაბედ გიორგის ასული ქართველიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4484 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4484]; წვდომის თარიღი: 2020-12-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.