გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი (მაიაშვილი)

ეკონომისტი, პუბლიცისტი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტების პარტიის ლიდერი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე

1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4711 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4711]; წვდომის თარიღი: 2021-03-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.