დავით (დათა, დათო) გიორგის ძე ჯორჯაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 24 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ილიას ძეგლის შესახებ. გამგეობამ სვიმონ კლდიაშვილს, გიგო ქურდიანს და დავით ჯორჯაძეს დაავალა გაერკვიათ, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა ძეგლს და შემდეგ მოეხსენებინათ საზოგადოებისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4948 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4948]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.