დავით ეფრემის ძე ონიაშვილი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სამაზრო ერობის თავმჯდომარე, 1920 წლიდან მიწათმოქმედების მინისტრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუდმივი წევრი

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 1 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 4965 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/4965]; წვდომის თარიღი: 2021-04-11

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.