ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეგნატე ხრამელაშვილის განცხადება წვრილი კრედიტის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების დაარსება საჭიროდ მიიჩნია და საკითხის მოგვარება საჭირო თანხების მოძიებამდე გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5242 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/5242]; წვდომის თარიღი: 2020-09-25

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.