ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი

იურისტი, ნაფიცი ვექილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, თუ თბილისის სახალხო სკოლის ადმინისტრაცია ავეჯს 1-ლ იანვრამდე დაამზადებდა, მაშინ სკოლა იანვარში გაიხსნებოდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5644 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/5644]; წვდომის თარიღი: 2021-03-05

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.