ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების ბუღალტერი

1922 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის მიეცათ ხუთი–ექვსი ფუთი ქაღალდი იმ პირობით, რომ თავის წიგნს შესაბამისი პროცენტის დაკლებით საზოგადოების მაღაზიაში მიიტანდა გასაყიდად.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 5649 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/5649]; წვდომის თარიღი: 2020-07-09

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.