თომა აბრამის ძე მთავრიშვილი

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილზე, მთავრიშვილი სენაკში – ყიფიანის ადგილზე. ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე რატიშვილმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გიორგი იოსელიანმა და იაკობ გოგებაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6111 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6111]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.