იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი

ქართული სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელი, მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6225 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6225]; წვდომის თარიღი: 2020-07-10

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.