ივანე ალექსანდრეს (ალექსის) ძე კოტიაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას საზოგადოების წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ საწევრო თანხა შეიტანეს შემდეგმა პირებმა: დავით ივანეს ძე ბაქრაძემ, გიორგი დიმიტრის ძე კვალიაშვილმა, ივანე ალექსის ძე კოტიაშვილმა, ნიკოლოზ ალექსის ძე ხმიადაშვილმა, მღვდელმა ზაქარია საძაგლიშვილმა და ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6300 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6300]; წვდომის თარიღი: 2020-09-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.