ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრნი: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6405 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6405]; წვდომის თარიღი: 2020-09-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.