ივანე ივანეს ძე ფიცხელაური

კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატი, კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიშის მიხედვით კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ივანე იოსების ძე მთვარელიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ცისკარაული, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი, ვასილ ალექსის ძე კაიშაური და დიმიტრი ივანეს ძე ერქომაიშვილი.

წყარო: მიმოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6410 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6410]; წვდომის თარიღი: 2020-11-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.