ილია მირიანის ძე ჭყონია

მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, გაზეთ „სიმართლის გზის" რედაქტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ვახტანგ VI-ის „ქილილა და დამანა“ გრიგოლ გურიელის გამოცემითა და ილია მირიანის ძე ჭყონიას რედაქციით იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის, შავერდოვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში.

წყარო: ივერია, 1886 | 25 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6652 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6652]; წვდომის თარიღი: 2020-11-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.