ილია სვიმონის ძე აგლაძე (აღლაძე)
გამომცემელი, მკვლევარი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და თბილისის განყოფილებათა წევრი
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრების ოქმები და გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1920-1921წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6668 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6668]; წვდომის თარიღი: 2021-03-08