იონა მიხეილის ძე მეუნარგია

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქ. ფოთის ქალაქისთავის მოადგილე

1880 წლის პირველი ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებამ დაამტკიცა შემდეგი ხარჯთა სია: წიგნებისა და სასწავლო ნივთებისათვის 500 მანეთი, ბათუმის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, თბილისის სკოლის მოსაწყობად 500 მანეთი, სტიპენდიებისთვის 225 მანეთი და ბიბლიოთეკისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, იონა მიხეილის ძე მეუნარგია, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშები | 1880-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6705 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6705]; წვდომის თარიღი: 2020-07-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.