იოსებ (სოსო) კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი (გე-ვა-ლი)

სამხედრო სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსი, აფხაზეთის, შავიზღვისპირეთისა და ბორჩალოს მაზრის ქართული გარნიზონების სარდალი, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, დრამატურგი

1920 წლის 10 სექტემბერს ბათუმში გაემგზავრა პარიზში მიმავალი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი გრაფი დე-მარტელი. მის გასაცილებლად მივიდნენ: სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, სამხედრო მინისტრის მოადგილე გედევანიშვილი, სომხეთის წარმომადგენელი თუმანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სხვ. მარტელთან ერთად გაემგზავრა უმაღლესი კომისრის საქმეთა მმართველი ნეტემანი.

წყარო: ერთობა, 1920 | 14 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6804 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6804]; წვდომის თარიღი: 2020-07-10

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.