იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იუსტინე აბულაძის წინადადება „ვეფხისტყაოსნის“ 23-ე გამოცემის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისი გამოცემა დაებეჭდა, შემდეგ კი – იუსტინე აბულაძისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 6969 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/6969]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.