კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების საქმისმწარმოებელი

1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ამზადებდა გერმანული ენის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის თხოვნას ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ იმ პირების თანაბრად, რომლებსაც მიღებული ჰქონდათ უმაღლესი განათლება. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7011 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/7011]; წვდომის თარიღი: 2020-09-29

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.