ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანოძე (სანაძე)
საწყობის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი
1920 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას განცხადება 1-ლი თებერვლიდან საწყობის გამგის თანამდებობის დატოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, საწყობის გამგედ მიეწვია ლავრენტი სანაძე და მისთვის ხელფასი 5 000 მანეთი დაენიშნა.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7253 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/7253]; წვდომის თარიღი: 2021-03-05