მარიამ ოტიას ასული ვარდოსანიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ წერილობით აუწყა მთავარ გამგეობას, რომ 4 ივლისს წევრთა საერთო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს შემდეგი პირები: იაკობ ფანცხავა, მარიამ ვარდოსანიძე, კარპეზ ბერიძე, ვარლამ იმნაძე, რაჟდენ კანდელაკი, გრიგოლ კვიცარიძე და თომა მთავრიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 7524 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/7524]; წვდომის თარიღი: 2020-08-07

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.