ნიკოლოზ (ნიკო) საბას ძე ბუკია

სოფელ ცაცხვის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი

1913 წლის 16 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებმა მისწერეს, რომ 25 მაისს გამართულ სხდომაზე მათ წევრთა შორის სამუშაო გაანაწილეს. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს აქვსენტი ფაღავამ და ნიკოლოზ ბუკიამ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8113 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8113]; წვდომის თარიღი: 2020-11-29

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.