ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე

გეოგრაფი, ისტორიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ, რომ მისი ძმისშვილისათვის დავით სიმონის ძე ღოღობერიძისთვის დაენიშნათ სტიპენდია. გამგეობამ განაცხადა, რომ 1912 წლის იანვრიდან ურიცხავდნენ სტიპენდიას დავით ღოღობერიძეს 25 მანეთის ოდენობით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8155 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8155]; წვდომის თარიღი: 2020-10-01

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.