ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ კვინიკაძემ უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგეს გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დროებით დაშვებული კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები გაუგზავნა: განათლების მოწმობა N 1124 და ფორმულიარის ასლი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | კონსტანტინე დავითის ძე ანთაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8197 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8197]; წვდომის თარიღი: 2020-09-25

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.