ნიკოლოზ ვასილის ძე მთავრიშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 23 მარტს ნიკოლოზ მთავრიშვილმა სოფელ ნაკურალეშის სკოლის მასწავლებელ პეტრე მესხს გაუგზავნა განცხადება N170, რომ 4 მარტის განცხადების საფუძველზე და საზოგადოების 18 მარტის N25 გადაწყვეტილებით მას ეგზავნებოდა 7 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, რომლის მიღებაც უნდა ეცნობებინა კანცელარიისთვის.

წყარო: სხვადასხვა სასოფლო სკოლის მასწავლებელთა და მზრუნველთა თხოვნები და მიწერ-მოწერა მათთვის წიგნების გადაგზავნის და სხვა დახმარების აღმოჩენის შესახებ | 1886-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8202 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8202]; წვდომის თარიღი: 2020-09-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.