პავლე იესეს ძე ინგოროყვა

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის 17 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განსახილველ საკითხად წარმოადგინეს სამწიგნობრო სექციის დადგენილება პავლე ინგოროყვას მიერ საქართველოს გეოგრაფიული ლექსიკონის 500-600 ცალად დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8501 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8501]; წვდომის თარიღი: 2021-01-21

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.