პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი

პროფესორი, თბილისის უნივერსიტეტის რექტორი, ორგანული ქიმიის კათედრის გამგე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ მიხედვით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ საგანგებო კომისია აირჩია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.

წყარო: ვაზი და ღვინო, 1920 | 1 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8567 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8567]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.