სალომე გიორგის ასული მაღალაშვილი (სალომე შუბათელი)

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1883 წლის 15 მაისიდან 1884 წლის 15 მაისამდე), რომლიდანაც ვგებულობთ, რომ წინარეხის სკოლა 1884 წლის 2 თებერვალს ხელახლა გაიხსნა. სასწავლებელის პედაგოგად თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებული სალომე მაღალაშვილი დაინიშნა.

წყარო: ივერია, 1884 | ივლისი-აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8798 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8798]; წვდომის თარიღი: 2021-03-09

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.