სამსონ (სიმონ) გიორგის ძე ფირცხალავა

იურისტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, საზოგადოების გამგეობის მდივანი

1907 წლის 25 სექტემბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას ბაქოდან შეატყობინა, რომ ქალაქის ქართული თეატრალური საზოგადოება 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ხსოვნის პატივსაცემად დიდი საღამოს გამართვას აპირებდა, რისთვისაც მას ილიას თხზულებათა თარგმანები სჭირდებოდა ნებისმიერ ენაზე, რადგან ღონისძიებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც მიიიღებდნენ მონაწილეობას.

წყარო: ილია ჭავჭავაძის გასვენებაზე დამსწრე დელეგატების კრების დადგენილება ილიას სახელობის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ | 1907-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8815 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8815]; წვდომის თარიღი: 2020-07-12

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.