სამუელ ზაქარიას ძე კანდელაკი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადეს და საწევრო ფული შეიტანეს ისიხი ნაკაშიძემ და სამუელ კანდელაკმა. მათი თავმდებნი იყვნენ: ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და პეტრე მირიანაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8859 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8859]; წვდომის თარიღი: 2020-11-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.