სერგი (სერგეი) სიმონის ძე მესხი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ დროების რედაქტორმა სერგეი მესხმა ავადმყოფობის გამო სამსახურს თავი დაანება.

წყარო: ივერია, 1883 | 30 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8940 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8940]; წვდომის თარიღი: 2020-11-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.