სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე ჯიბლაძე

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ზინო კალანდარიშვილი ფოთიდან იტყობინებოდა, რომ სამტრედიის რაიონში ფქვილი საერთოდ აღარ იყო. ხორბლის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ადგილობრივი ინტენდანტის წარმომადგენელი ინდუევი, რომელიც უნდა შეხვედროდა ილარიონ დავითის ძე გიორგაძეს, რომელსაც უნდა ებრძანებინა კორპუსის ინტენდანტ ციციანოვისთვის ფრონტის მოთხოვნის დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება და გაეცა ხორბლის საჭირო რაოდენობა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი | ფონდი 1970 | ანაწერი 2 | საქმე 1
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9019 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9019]; წვდომის თარიღი: 2021-04-11

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.