სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის, ქუთაისისა და ზუგდიდის განყოფილებათა წევრი

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც შეადგინეს წევრთა სია. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების წევრები იყვნენ: პავლე დიმიტრის ძე ნადირაძე, სპირიდონ გიორგის ძე ნიჟარაძე, ალექსი ბახვას ძე ნოდია და გაბრიელ დავითის ძე ოგანეზოვი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9200 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9200]; წვდომის თარიღი: 2020-09-24

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.