ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე

პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის (დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) შეტყობინების თანახმად, 1913 წლის სექტემბერში 100 ბავშვზე მეტი იყო კავკავის ქართულ სკოლაში სწავლის მსურველი, მაგრამ უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობაში ჩავარდნილმა სკოლამ მხოლოდ 64 მოსწავლის მიღება შეძლო.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9294 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9294]; წვდომის თარიღი: 2020-09-23

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.