ფარნაოზ ნიკოს ძე ფიჩხაია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების სარევიზიო კომისიამ განიხილა განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეასწორა შემოსავალ-გასავლის ჯამი და ყოველივე დაამოწმა. დოკუმენტს ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: ფარნაოზ ფიჩხაია, აპოლონ ჯიქია და ალექსანდრე გაბუნია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9328 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9328]; წვდომის თარიღი: 2020-12-04

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.