შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილი

პროფკავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

„ერთობა“ იუწყება, რომ 1919 წლის 15 ივნისს თბილისში უნდა გამოსულიყო საქართველოს მუშათა და პროფკავშირთა ცენტრალური საბჭოს ორგანო, ყოველკვირეული ჟურნალი „მუშათა ცხოვრება“, რომლის სარედაქციო კოლეგიის მდივანი შალვა აბდუშელიშვილი იქნებოდა.

წყარო: ერთობა, 1919 | 5 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 9437 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/9437]; წვდომის თარიღი: 2021-04-11

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.